понедельник, 5 апреля 2021 г.

вторник, 14 октября 2008 г.




პროექტის სახელი: სიყვარულო ძალსა
შენსა


პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა სფეროში სიყვარულის თემაზე შექმნილი ნაწარმოებების მოძიება,ავტორების ბიოგრაფიების, შემოქმედების გაცნობა.საინტერესო სასიყვარულო ისტორიები,სიყვარულის ახსნის მეთოდები სხვადასხვა ეპოქაში.

პროექტის სრული აღწერა: სხვადასხვა ეპოქაში, სფეროში,მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების საინტერესო სასიყვარულო ისტორიების მოძიება, სიყვარულის როლი მათ ცხოვრებაში. სიყვარულის ახსნის სხვადასხვა გამოხატულებანი: საგმირო საქმეები,თავგანწირვა, შეწირვა......
ორიგინალური სასიყვარულო წერილები,ისტორიები.


მონაწილეთა ასაკი/კლასები: 7-11, 12-14,15-18

ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,სასიყვარულო ისტორიების მქონე ცნობილი პიროვნებების ბიოგრაფიების და შემოქმედების გაცნობით მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით ნახატების შესრულება.გამოფენის , პრეზენტაციის მოწყობა. მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, ჯგუფში მუშაობები,ინტერვიუს აღება,მიზნის დასახვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან სხვადასხვა რესურსების გამოყენებას,შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს.
ფოტოების და ნახატების გამოფენა,ფოტოალბომი,პრეზენტაცია,ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.

სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან ხვადასხვა ქვეყნის,ეპოქის სასიყვარულო ისტორიებს,სიყვარულის ახსნის სხვადასხვა გამოხატულებებს მთელს მსოფლიოში , სიყვარულის გულისთვის ჩადენილ საგმირო საქმეებს.

სამუშაო ენა:
ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია-გაეცნობიან ეპოქას,ტრადიციებს ადამიანთა წვლილს კულტურის,ხელოვნების,მეცნიერების და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.

ქართული
-
საკუთარი და უცხო კულტურის დაფასება. ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიების გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.

ხელოვნება-სხვადასხვა დარგების გაცნობა,ლიტერატურული ნაწარმოების ან ბიოგრაფიის გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში (ნახატი,ჩანახატი,ფოტოები) გადმოცემა,პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

მუსიკა
-ეცნობა მუსიკალურ ნაწარმოებებს,მუსიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროფესიებს, შეარჩევს და მოიძიებს იმ ნაწარმოებებს რომელიც მას სჭირდება პროექტისთვის ,ბლოგის ,პრეზენტაციის მუსიკალური გაფორმებისთვის. განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს.

უცხო-ენები-მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციებს უცხო ენაზე,ახარისხებს ,თარგმნის.

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ნფორმაციის მოპოვება,დამუშავება, გაცვლა,ისტ-ის საშუალების მოხმარების დემონსტრირება ხვადასხვა პროგრამების გამოყენებით.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

151-ე საჯარო სკოლა
www.lemill.net (გაკვეთილის გეგმა–,,სიყვარულო ძალსა შენსა")
http://lemill.net/community/people/irkob/collections
http://151skolamakalatia.blogspot.com/

პროექტის ფალილიტატორის სახელი: დიანა მიქაძე

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: dianamikster@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://dianamikadzesikvaruli.blogspot.com/